გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ეს შეთანხმება ჩვენი ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას წაადგება

8-03-2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში შეაფასა და აღნიშნა, რომ შეთანხმების შედეგად მომზადებული მოდელი საქართველოს სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შედეგის მიღწევა და არ იყო ეს მარტივი გასაკეთებელი. ჩვენ უნდა შეგვემუშავებინა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც თანაბრად მისაღები იქნებოდა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისთვის, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის და ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის. ეს სისტემა მისაღები უნდა ყოფილიყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს შეთანხმება წაადგება ჩვენი ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. გახსოვთ, რომ დისკუსია დაიწყო ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა, შემდეგ იყო მრავალმანდატიანი ოლქები, ე.წ. ავღანური მოდელი, აქედან ჩვენ მივედით ისეთ მოდელამდე, რომელიც შეთავაზებული იყო ჩვენი მხრიდან და რომელიც ყველა თვალსაზრისით იყო ოპტიმალური. ეს მოდელი მოგვცემს საშუალებას, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და გარდამავალი პერიოდისთვის ეს საკმაოდ სწორი მოდელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ პირვანდელ მოდელსა და მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ მოდელს შორის პარალელი გაავლო და მათ მსგავსებაზე ისაუბრა.

„ჩვენ მანამდე წარვადგინეთ მოდელი, რომელიც იყო 110/40-ზე და ე.წ. „ჩამკეტით“. იგი ფაქტიურად არაფრით არ განსხვავდება იმ მოდელისგან, რომელზეც ახლა შევჯერდით. პირვანდელი შეთავაზება ჩვენ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ნაცვლად 30 მაჟორიტარული ოლქისა, განგვესაზღვრა 40 ოლქი და სწორედ ჩამოგვეყალიბებინა ამ ოლქების საზღვრები. თუმცა არსობრივად 110/40-ზე და „ჩამკეტი“ და 120/30-ზე „ჩამკეტით“ ერთმანეთისგან არ განსხვავდება, რადგან იგივე შედეგის მომტანია „ქართული ოცნებისთვის“. თუმცა ჩვენ სალაპარაკო არ გავხადეთ ეს მცირე განსხვავება ამ ორ მოდელს შორის, საბოლოო ჯამში არ გვაქვს რაიმე არსებითი ცვლილება და შესაბამისად, შევთანხმდით ამ მოდელზე. თავის დროზე გუნდის შიგნით გვქონდა დისკუსია და იქ იყო საუბარი სტაბილურობის ინტერესზე. ეს მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ სტაბილურობა სათანადო ხარისხით იქნება უზრუნველყოფილიბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ პოლიტიკურ სისტემაში. დარჩა მაჟორიტარობის კომპონენტი, რაც იყო ჩვენი დეპუტატების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა. მთლიანობაში აქ სათანადოდ არის დაცული ბალანსი სტაბილურობის ინტერესსა და პლურალიზმის ინტერესს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.