გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შოთა რეხვიაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა სოფელ ბალიჭში სამკურნალო დანიშნულების მქონე საპნების საწარმო მოინახულეს

9-03-2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ბალიჭში საპნების საწარმო „დემა“ მოინახულეს.


შოთა რეხვიაშვილი და დავით შერაზადიშვილი სამკურნალო დანიშნულების მქონე საპნების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.


ბოლნისელმა პედაგოგმა, „დემას“ საპნების დამზადება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოპოვებული 5 ათას ლარიანი დაფინანსებით დაიწყო, წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია და ინვენტარი შეიძინა და ადგილზე რამდენიმე ადგილობრივიც დაასაქმა.


17 სახეობის, სამკურნალო თვისებებისა და ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო საპონის შეძენა სხვადასხვა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.


აღსანიშნავია, რომ საპონი ხელით, მინიმალური ელექტრო ჩარევით მზადდება და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.