გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურიაში კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში 17 პირი იმყოფება

9-03-2020

გურიის რეგიონში კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში 17 პირი იმყოფება. აქედან 13 ოზურგეთში, 3 - ჩოხატაურში, ხოლო 1 - ლანჩხუთში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში აცხადებენ, იზოლირებული პირების მხრიდან იყო გარე კონტაქტის შემთხვევები, ამიტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციასთან ერთად თვითიზოლირებული პირების მონიტორინგი განახორციელეს და მათ წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

არცერთ იზოლირებულ პირს დაავადების სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ყველა მათგანს მხოლოდ იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

უწყების ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში გურიაში საკარანტინო ზონა შეიქმნება და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა გურიის რეგიონში არ დგას.

რუსთავი2