გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარგველაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას: მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო

9-03-2020

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციასთან შესახვედრად "ლეიბორისტების" ოფისში მივიდა, სადაც მათ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობა, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა და იყრის თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში და მე ამ წუთას, ასევე მინდა მადლობა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც დაიწყო ეს ბრძოლა და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

pia