გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წალენჯიხაში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა

9-03-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი მოედო.

ცეცხლის კერებია, ასევე, მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში: ნაკიფუს, ჭალესა და ფახულანის ტერიტორიაზე.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მუშაობს სპეცტექნიკა. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის ჩაქრობის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებსაა მოდებული. უწყების ინფორმაციით, 20-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს ცეცხლის ლოკალიზებას. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

კვირა