გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ საშუალებას, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მოიპოვოს რაიმე უპირატესობა - გუშინდელმა შეთანხმებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა

9-03-2020

„ყველა პირობა, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ დიალოგში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და შეთანხმების პირობები არის საჯარო. ვისაც ექნება კითხვები რას მოეწერა ხელი, ან დაავიწყდა რა წერია შეთანხმების პირობებში, ყველას ვურჩევდი, რომ გადაიკითხოს ეს დოკუმენტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.


არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების და ამ შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, კონსენსუსის მისაღწევად და არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად, „ქართულმა ოცნებამ“ როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ - სწორი ნაბიჯები გადადგა.


„ჩვენ, 2012 წლის შემდეგ გვაქვს დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებს ჩატარების ისტორია, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. საპარლამენტო არჩევნებიდან არჩევნებამდე მიღწეული პროგრესი და გაუმჯობესება ასახულია სადამკვირვებლო ანგარიშებშიც. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება და უსაფრთხოების განმტკიცება შეუძლებელია დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გარეშე - ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად გადავდგით ნაბიჯები და ვაჩვენეთ საზოგადოებას, ვაჩვენეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა მდგრადია და ჩვენ მზად ვართ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისთვის“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების და უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია არის დემოკრატიული არჩევნები. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საარჩევნო სისტემა, თავისთავად ცალკე აღებული, ვერავისთვის ვერ იქნება გამარჯვების მომტანი: „გამარჯვების მთავარი პირობა არის საზოგადოების მხარდაჭერა და არა ცალკე აღებული სისტემა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ყველა წინა არჩევნებში მაღალი მხარდაჭერა, და მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, და განსაკუთრებით, ჩვენი მხარდამჭერები, რომ 2020 წლის არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ განახლებული პროგრამით და გუნდით, ისევ მიიღებს ხალხის მხარდაჭერას“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ქვეყანის მომავალი და მოქალაქეების ინტერესები, რომ ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდეს - სწორედ ეს იყო ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპი მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნისას. არჩილ თალაკვაძემ განმარტა ისიც, რომ ყველა შეთანხმებული პირობა წერია დოკუმენტში, რომელსაც დიალოგში მონაწილე პარტიები აწერენ ხელს და ეს დოკუმენტი საჯაროა. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ნაწილმა დესტრუქციული ქმედებები მომავალშიც გააგრძელოს, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს განმსაზღვრელი ვერ იქნება.


„მომავლისთვის მნიშვნელოვანია ხედვა, გეგმები და კადრები, რომელიც ყველა მოქალაქეს აინტერესებს ამ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს და შეგვიძლია ეკონომიკური ზრდის გაგრძელება, უსაფრთხოების განმტკიცება, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და განათლების სისტემის რეფორმა. ჩვენი მიზანი კვლავ იქნება გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვსურს პროგრესის გაგრძელება, ჩვენს ოპონენტებს კი სურთ უკან დაბრუნება. გადაწყვეტილებას მოქალაქეები მიიღებენ არჩევნების გზით. არავის მივცემთ საშუალებას, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მოიპოვოს რაიმე უპირატესობა. ეს არის შეუძლებელი და გუშინდელმა შეთანხმებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.