გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

9-03-2020

ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებში ცეცხლის კერები დღეს დილიდან შეინიშნება, არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია მინდვრის საფარზე დაახლოებით 500კვ.მ ფართობზე.


ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი.


ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესს პირადად უწევს მონიტორინგს.

შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.