გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დაბა ლიკანის ტყეში ხანძარია

9-03-2020

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ლიკანის ტყეში ხანძარია.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.

“დასახლებულ პუნქტთან არ არის ხანძარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. თავდაპირველად ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, მოგვიანებით ის ტყის მასივზე გადავიდა”,- განაცხადეს უწყებაში.

16 სართულიანი შენობის უკან დაკვამლიანება პირველად ადგილობრივებმა შენიშნეს. ტერიტორია, სადაც ამ დროისთვის ხანძარია გავრცელებული, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს.

კვირა