გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მამუკა მდინარაძე: ნაციონალურ მოძრაობას და მის დანაყოფებს რევოლუციური სცენარი უნდოდათ

9-03-2020

"ნაციონალურ მოძრაობას და მის დანაყოფებს შეთანხმება არ აწყობდათ, მათთვის ეს წარმოუდგენელი იყო. მათ უნდოდათ რევოლუციური სცენარი და ახლა ის მთავარი არგუმენტი, რომ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით, გამოეცალათ",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნებს ვერ იგებს და ამიტომ მათი მიზანი შეთანხმების მიღწევა არ ყოფილა


„საერთაშორისო პარტნიორების გარეშე შეთანხმება არ შედგებოდა იმიტომ, რომ შეთანხმება ნაციონალურ მოძრაობას და მის დანაყოფებსარ აწყობდათ, რომლებიც ამ მოლაპარაკებების პროცესში მეორე მხრიდან მთავარი მონაწილეები იყვნენ. მათთვის ეს წარმოუდგენელი იყო, მათ უნდოდათ რევოლუციური სცენარი და ახლა ის მთავარი არგუმენტი, რომ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით, გამოეცალათ. მათთვის ეს დამღუპველია. შეთანხმება არ იყო მათი მიზანი და რეალურად, რადგან ჩვენ კომპრომისზე წავედით და უკვე საერთაშორისო პარტნიორებთანაც ისინი ვეღარაფერს გვეუბნებოდნენ ვერც მექანიზმზე და ვერც კომპრომისებზე, მოუწიათ ამ შეთანხმებაზე წასვლა. ძალიან სწორად აკეთებენ თავისთვის რეიტინგებს, რომელსაც არ ახმაურებენ და იმ რეიტინგებში როცა ჩაიხედავენ, უკვე ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ნიკა გვარამიამ ერთ დღეს გამოგვიცხადა 39% და მეორე დღეს 34% - „აპრავებდა“ იმიტომ, რომ თავისმა მომხრეებმა სოციალურ ქსელში მას ამის გამო მთლად კარგად არ მიმართეს. წარმოიდგინეთ, როცა მთავარი ოპოზიციური არხის და პარტიის მედია საშუალების ხელმძღვანელი 39%-ს გიწერს, რეალურად რამდენი პროცენტი გაქვს რეიტინგი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.