გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალი ამბები სალომე ზურაბიშვილი : შეწყალება ექვემდებარება წესებს, ამ ქვეყანაში არ არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები

9-03-2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით არსებობს ახალი წესები, რომლის მიხედვითაც მოხდება შემდეგი შეწყალება.


მისივე თქმით, პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა და თუ მას მიმართავენ ის მიიღებს მიმართავას და შემდეგ გაეცნობა.


„მიღწეული შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი. შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც წელს მივიღეთ. რა მოთხოვნაც შემოვა, განხილული იქნება ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხივნას მივიღებ, ვნახავ, წავიკითხავ, გავეცნობი.


არ არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ მიმართოს პრეზიდენტს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.