გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საჩხერის საკარანტინო ზონაში იტალიიდან ჩამოსული 30 ადამიანი გადაიყვანეს

10-03-2020

საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან მდებარე სასტუმროში 30 ადამიანი  გადაიყვანეს. როგორც ცენტრის დირექტორი, მიხეილ ქამუშაძე აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეები ტურებით იტალიაში იმყოფებოდნენ.

“შემოყვანილია 30 მოქალაქე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან, სიმპტომების შემთხვევაში კი ანალიზების აღება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება მოხდება.
რაც შეეხება ერთ მოქალაქეს, რომელსაც საჩხერეში რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა – მისი ჯანმრთელიბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება ბოქსირებულ პალატაში”, – თქვა ქამუშაძემ.

კვირა