გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კორონავირუსზე ანალიზების აღება ბათუმსა და ქუთაისშიც გახდება შესაძლებელი

10-03-2020

„სინჯების საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს. დღეისათვის სამი ათასზე მეტი. რაც ანალიზისათვის საკმარისია და მარაგის შევსება მუდმივად ხდება. შეკვეთილია შემდეგი პარტიები“, - ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მალე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ანალიზების დეცენტრალიზაციას დაიწყებს. „იგივე ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს მშვენიერი მომზადებული თანამშრომლები მოლეკულურ დიაგნოსტიკაში. თვითონ ინფექციურ საავადმყოფოს გადავცემთ და ისინი დაიწყებენ. ჩვენი განყოფილებებია ლუგარის ლაბორატორიის ბათუმსა და ქუთაისში. ისინიც უკვე მომზადებულები არიან და ტრეინინგიც ჩატარებული აქვთ“, - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

imedinews.ge