გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ოზურგეთში იტალიიდან ჩამოსულმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია

10-03-2020

ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შეტყობინება შევიდა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, შუახნის ქალი კორპუსის ეზოში სეირნობდა. როგორც ქალმა განმარტა, ის გვიან ღამით გამოვიდა სასეირნოდ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ყოფილა.

ადგილზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და სამართალდამცავები იყო მობილიზებული.

ქალი იტალიიდან 4 მარტს ჩამოვიდა. ჯერჯერობით მას დაავადების სიმპტომატიკა არ აღენიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ქალს, სავარაუდოდ, კარანტინში გადაიყვანენ.

რუსთავი2