11-03-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განახლებული ინფორმაცის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრები კონტროლს სრულად ექვემდებარება.
ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:
სამეგრელო -
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: სოფელები ზღვაია, ნაკუფუ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: ზემო ეწერი.
ჩხოროწყუს 7 სოფელი,
მარტვილში სოფელი ლესიჭინე.
გურია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ლიკვიდაციაა სოფელ მამათში.
აჭარა - ქობულეთში.
იმერეთში - ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში.
კახეთში - გომბორის უღელტეხილზე.
ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება:
სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.
გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
რაჭა - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.
ქვემო ქართლი - დედოფლისწყარო.
ღია კერა შენარჩუნებულია:
აჭარა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.