გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

11-03-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ რატევანში, შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.


ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 550 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 766 994.8 ლარია.


„სულ მალე სოფელ რატევნის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა მოუგვარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს. წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რატევნის გარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელშია დაგეგმილი. გზების რეაბილიტაცია ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.