გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შესაძლოა ხვალ დადასტურდეს

11-03-2020

შესაძლოა პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექციური საავადმყოფოდან ხვალ გაწეროს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჯანმრთელად, თუ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი არ გამოუვლინდება.

„პირველ ავადმყოფს ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა. გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. ავადმყოფობა მსუბუქ შემთხვევაში, ისევე როგორც ინკუბაციური პერიოდი, 14 დღე გრძელდება. სიმპტომები რადგან მას უკვე აღარ აქვს ორი დღეა, საერთოდ არანაირი სიმპტომი აღარ აქვს, ამიტომ მოხდება მისი ტესტირება 24 საათის განმავლობაში ორჯერ: ანუ დღესაც და მეორე დღესაც მოხდება კიდე ტესტირება. თუ ეს ორი პასუხი იქნება უარყოფითი, ის გაეწერება“, - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

imedinews.ge