გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პრევენციული ღონისძიებები აქტიურად გრძელდება

11-03-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება. სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ახალციხესა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჯარო დაწესებულებებში.


სპეციალური ხსნარით მუშავდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, კულტურის სახლების, მუსიკალური სკოლების, სპორტული დარბაზების, ბიბლიოთეკების, ამბულატორიების, ახალგაზრდული ცენტრების შენობები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.


პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება. სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ, რომელსაც კოორდინაციას და მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური და ა(ა)იპ „ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ უწევენ.