გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12-03-2020

რუსთავში, ლეონიძის 4 ნომერში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ გადაუდებელი დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მამაკაცი და ქალბატონი გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რუსთავის აზოტის კლინიკაში გადაიყვანა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ორივე მათგანი 70 წლამდეა და ქალბატონის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

როგორც აზოტის კლინიკაში “რეგიონილ კვირას” განუცხადეს, ორი ადამიანი ბუნებრივი არის ინტოქსიკაციით არის შეყვანილი. ამ დროისთვის, ქალბატონის მდგომარეობა უფრო მძიმეა ვიდრე მამაკაცის.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კვირა