გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრები ჩატარდა

12-03-2020

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია ამბროლაურისა და ონის  მუნიციპალიტეტში  ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და  საწარმოების საქმიანობას გაეცნო.


რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „რაჭის ნატურალური პროდუქტი“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო, შპს „ბლაუენშტაინის“   ფერმა  და შპს „ჯეოფლაუერის“ ხილისა და ჩირის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.


„სოფლისა და სოფლის მეურნეობის  განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის  სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია. სააგენტო აქტიურად მუშაობს  ფერმერთათვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებაზე. სწორედ ამ მიზნით  შევხვდით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში   ადგილობრივ ფერმერებს და  აგრობიზნესში ჩართულ პირებს,  გავუზიარეთ ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ, გავეცანით სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში  სამუშაო პროცესს.  ინფორმაცია მივიღეთ ამ საწარმოების შემდგომი განვითარების პერსპექტივების და  არსებული საჭიროებების შესახებ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


ფერმერთა და აგრობიზნესში ჩართული პირების მიმდინარე პროგრამებისა და დარგობრივი საკითხების შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით, 2020 წელს, შეხვედრები 300-ზე მეტ სოფელში ჩატარდება. დაგეგმილია პროფესიული  ტრენინგების ჩატარებაც, რაც ასევე მოიცავს სადემონსტრაციო სწავლებას  სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოქმედ საწარმოებში.


რეგიონში გამართულ შეხვედრებს  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.