გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კორონავირუსის გამო "ბათუმობა" აღარ ჩატარდება

12-03-2020

"კორონავირუსის გამო, ბათუმში მასშტაბური ღონისძიება "ბათუმობა" არ ჩატარდება", - ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.


მერის თქმით, პრევენციის მიზნით, ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს და მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. 


"სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გამო "ბათუმობის" საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება. ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია მალე დასტაბილურდება და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ლაშა კომახიძემ.