გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

19-02-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გრძელდება.

 


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: პატარა არაქალი, დიდი არაქალი, სათხა, ოროჯალარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გაიმართა.

 


შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მოადგილე არტავაზდ ტონოიანი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, სპეციალისტები, სამსახურის უფროსები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე და პრობლემებზე ისაუბრეს.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:


სოფ. პატარა არაგიალი


- წყალსადენის რეაბილიტაცია


სოფ. სათხა


- წყალსადენის რეაბილიტაცია


სოფ. ოროჯალარი


- ხიდების რეაბილიტაცია


- საბავშვო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობა


- შიდა გზების მოხრეშვა