13-03-2020
რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ.
როგორც მძღოლები აცხადებენ, ბოლო დროს ქვეყანაში კორონავირუსთნ დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მგზავრთა ნაკადი შემცირდა, ისინი კი კომპანია “ინტერტრანსს” იმავე რაოდენობის თანხას უხდიან.
მძღოლები გადასახადის შემცირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” კომპანია ,,ინტერტრანსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სოფო ცერცვაძემ განაცხადა, მძღოლების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, თუმცა მზად არიან მოლაპარაკებისთვის.
“ჩვენ ისედაც ვუკეთებთ მძღოლებს ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში შეღავათს და მეტად ნამდვილად ვეღარ შევძლებთ. მინდა გითხრათ, რომ მგზავრებს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან სხვა მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია. ასევე, ვაპირებთ მძღოლებთან მოლაპარაკებას და ვფიქრობ, ეს პრობლემა დროულად მოგვარდება”, – აცხადებს სოფო ცერცვაძე