გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მწარმოებელ კომპანიებს რეკომენდაცია მიეცათ, მაღაზიებს პური შეფუთულ მდგომარეობაში მიაწოდონ

13-03-2020

პურის მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქტი მაღაზიებს მთლიანად შეფუთულ მდგომარეობაში უნდა მიაწოდონ. რეკომენდაცია მომხმარებელთა ფედერაციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცეს.

რეკომენდაციები ძირითადად ქსელური მარკეტების, ჰიპერმარკეტებისა და მწარმოებელი კომპანიების მისამართით გაიცა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის რეკომენდაციებს მანამდეც გასცემდნენ, თუმცა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და მაღაზიების მეპატრონეებმა დაიცვან თავისი და სხვების ჯანმრთელობა.

„ადამიანები არჩევის დროს ეხებიან პროდუქტს, შემდეგ კი ამას სხვა მომხმარებელი ყიდულობს. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა გამოიჩინონ კეთილი ნება და მოახდინონ შეფუთული პურის რეალიზაცია“, - აცხადებს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge