გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქეთევან ციხელაშვილი: არ ვაპირებთ ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მსოფლიო პანდემიის დროს

13-03-2020

"ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან, მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას“-ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო იყენებს ყველა საკომუნიკაციო არხს, რათა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმაზე, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ თავის დასაცავად, ასევე სახელმწიფო მზად არის დაეხმაროს მოსახლეობას დიაგნოსტიკის და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით.


„საუბედუროდ იცით, რომ ოკუპაციისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობებს, რომ იქ გავატაროთ ისეთი ღონისძიებები, რასაც ვატარებთ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. იცით თქვენ, რომ შესაძლებლობების დეცენტრალიზება ხდება დედაქალაქს მიღმაც. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, წლებია ჩვენ ჯანდაცვის სერვისებს ვავრცელებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე, გარკვეული სამედიცინო საშუალებებით ადგილზე ვეხმარებით, ხოლო უფასო სამედიცინო სერვისებზე წვდომა აქვს ჩვენ მოსახლეობას და არც ეს იქნება გამონაკლისი.


მინდა გითხრათ, რომ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეს დღეებია, ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ასევე ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა გავატაროთ უფრო კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებით გარკვეული საპრევენციო ღონისძიებები, ასევე ორივე რეგიონში მოსახლეობა იყოს მეტად ინფორმირებული, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ თავი დაიცვან. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავეხმაროთ მოსახლეობას დიაგნოსტიკის და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით.


რა თქმა უნდა ეს ჩაკეტილობა და ზოგადად წვდომის არქონა , განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, რომელიც პანდემიამდეც დიდი ხნით ადრე, თვეების განმავლობაში სრულიად მიზანმიმართულად იზოლირებული გახლავთ და დღეს, როდესაც ასეთი სიმწვავის პრობლემები დგას მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე, მაგალითად იგივე ცხინვალის აფთიაქებში ქართული წარწერებიანი მედიკამენტების ამოღება ხდება, ალბათ მხოლოდ დღეს შევიკავებ თავს კიდევ დამატებით შეფასებისგან, არაერთხელ გამიკეთებია ეს შეფასება და მოსახლეობისთვისაც ნათელია.


დღეს არის მობილიზაციის დრო, მე მინდა მოვუწოდო მათაც და რა თქმა უნდა ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ვითარება არ არის კონტროლირებადი, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რუსეთ-საქართველოს საზღვრის იმ მონაკვეთებს, რომლებიც ეხლა გახლავთ ოკუპირებული და ამიტომ ცხადია ძალიან რთულია იქ ანალოგიური ღონისძიებების გატარება, თუნდაც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით. მაგრამ გარკვეულ შესაძლებლობებს რა თქმა უნდა ვეძებთ, ჩვენ მზად ვართ და ხაზგასმით ვამბობ ამას კიდევ ერთხელ, დღესაც მუშაობაც მიდის და გარკვეული ღონისძიებებიც იმისთვის, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ და გვინდა მათ იცოდნენ, არ იგრძნონ არცერთი წუთით რომ საქართველოს სახელმწიფო დატოვებს მათ. კიდევ ერთხელ, მთავარი არის ის, რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით საპრევენციო ღონისძიებები იქნას მაქსიმალურად ეფქტურად გატარებული“-განაცხადა მინისტრმა