გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამტრედიის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებმა 8 ფრაქცია შექმნეს

7-02-2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 8 ფრაქცია აქვს შექმნილი: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება - მრეწველები“, „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, „ქართული ოცნება - მაჟორიტარები“, „ქართული ოცნება - მთიანი სოფელი“, „ქართული ოცნება - ახალგაზრდები“, „ქართული ოცნება - სამტრედიელები“ და „ქართული ოცნება - ერთობა“.

ფრაქციების რაოდენობით სამტრედიის საკრებულო ყველა სხვა მუნიციპალიტეტს აღემატება. ინფორმაცია შექმნილი ფრაქციების შესახებ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. 

უმრავლესობის 8 ფრაქციის გარდა, სამტრედიის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქციაა შექმნილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის სარგო 2000 ლარია, მისი მოადგილისა კი 1200 ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ფრაქციის ხელმძღვანელთა ხელფასებზე ყოველთვიურად 28 800 ლარი, ერთ წელიწადში კი 345 600 ლარი დაიხარჯება.  

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს შეზღუდვებს საკრებულოში ფრაქციის შექმნის საკითხებზე. კერძოდ, ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო საკრებულოს წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.

reginfo.ge