გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კორონავირუსის პრევენციის გამო უმუშევრად დარჩენილი თერაპევტთა პროფესიული კავშირი კახა კალაძეს მიმართავს

14-03-2020

თერაპევტთა პროფესიული კავშირი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს. როგორც თერაპევტების მიმართვაშია აღნიშნული, კორონავირუსთან 

დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დადგენილებით მათი მუშაობის პროცესი შეჩერდა, რის გამოც თერაპევტები ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.

"მოგმართავთ თერაპევტთა პროფესიული კავშირის სახელით, რომელიც შედგება 307 წევრისგან (ქცევითი თერაპევტები, ენისა და მეტყველების, ოკუპაციური, სპეც პედაგოგები, ხელოვნებისა და ფიზიკური თერაპევტები). "ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2020 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, ასევე "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის" სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში.

იმის გამო, რომ პრემიერის დადგენილებითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სამუშაო პროცესის გაგრძელება რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრებში იყო საფრთხის შემცველი, როგორც მერიის აუტიზმის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მათთან მომუშავე თერაპევტებისთვის, შეჩერდა პროგრამის მიწოდება პირველ აპრილამდე და უცნობია როდის მოხდება ამ პროცესის აღდგენა. შესაბამისად მარტის თვეში 500-ზე მეტი სპეციალისტი, რომელთა თვიური ანაზღაურებაც განისაზღვრება შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით, ვრჩებით ანაზღაურების გარეშე გაურკვეველი ვადით. ამიტომ თერაპევტთა სახელით ვითხოვთ: ჩაირიცხოს დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა სრულად მთელი იმ პერიოდის, რაც შეწყვეტილია მომსახურეობის მიწოდება, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო რთულია წინასწარ განვსაზღვროთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პანდემია, ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად ვთვლით, შეიქმნას კომისია, რომელშიც შევა მერიის, ბენეფიციარის მშობლების, ორგანიზაციებისა და თერაპევტთა პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებიც იმსჯელებენ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე.

ჩვენი ფინანსური კეთილდღეობა აბსოლუტურად და პირდაპირ არის მიბმული თქვენს გადაწყვეტილებაზე. თუ თქვენს მიერ მიღებული არ იქნება დროული და ეფექტური გადაწყვეტილება, პანდემიის დროს ჩვენი დატოვება საარსებო მინიმუმის გარეშე, გამოიწვევს ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. როგორც ვიცით, საგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში მომსახურე პერსონალი, ანაზღაურებას იღებს შეჩერებული სამუშაო პროცესის მიუხედავად, რაც ცხადია სამართლიანია. ასევე, ჩვენ ველით თქვენი მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს გადარჩენაზეც და პროგრამაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაზე. ამ საკითხის უგულვებელყოფა კი პირდაპირ უქმნის საფრთხეს პროგრამის არსებობას," - ნათქვამია თერაპევტთა პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თერაპევტთა პროფესიული კავშირი დღეს, 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.

rustavi2