გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რაჭა-ლეხუმში გუბერნატორი პროექტების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა

14-03-2020

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელდება გრძელდება.

მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების ასფალტირების სამუშაოები.

პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 799 998ლარი.

დაწყება-დასრულების ვადებია: 07/03/2020- 04/08/2020წწ.

ქ. ცაგერში დასრულების პროცესშია კეჭნარის სკვერის სამუშაოები.

მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ბონდის ხიდი, ბავშვთა გასართობი სივრცე და ატრაქციონი.

პროექტის ღირებულება 780 000 ლარია.

ქ.ცაგერში მიმდინარეობს ქუჩების მოასფალტების სამუშაოები.

სახელშეკრულებო თანხაა- 588 530ლარი.

დაწყება-დასრულების ვადებია: 01/04/2020-29/07/2020წწ.

ქვედა ცაგერში ასევე, მიმდინარეობს ახალდასახლების უბნის გზის ასფალტირება.

სახელშეკრულებო თანხაა 788 615ლარი