გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ძიძიგურის შახტის თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ - მეშახტეები მსვლელობისთვის ემზადებიან

16-03-2020

ტყიბულში, ძიძიგურის შახტის თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ. ისინი დღეს მსვლელობისთვის ემზადებიან.

200-ზე მეტი მეშახტე სამუშაოზე გასვლას იქამდე არ აპირებს, ვიდრე კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. საუბარია გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებაზე, შახტის ბაგირის შეცვლასა და შახტის სარკინიგზო სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებაზე.

პროტესტის ახალი ტალღის მიზეზად გაფიცულები რამდენიმე დღის წინ ხუთი მეშახტის მხუთავი აირით მოწამლას ასახელებენ. მათ მოთხოვნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC.

რუსთავი2