გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

63 წლის ქალს თუ ახლა ამის გამო დამაპატიმრებენ და რას ვიზამ"-ოზურგეთის სკოლის პედაგოგი

7-02-2018

"ღონისძიება გვქონდა, იქ რაღაც მოხდა. ბავშვებმა ჩამასმინეს, რომ ეს გიორგის გაკეთებული იყო. მეორე დღეს დერეფანში შევხვდი და ერთი კი შემოვარტყი  ხელი, შვილო, გიორგი, ეს რატომ ჰქენი?! მერე გავარკვიე რომ საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილა ეს ბავშვი. ბოდიში მოპვუხადე გიორგისაც და მშობლებსაც. გულწრფელად ვინანე, რაც გავაკეთე. მეგონა ეს პრობლემა ამოწურული იყო ამით და ერთი კვირის შემდეგ რა მოხდა ვერ ვხვდები. 37 წელია პედაგოგი ვარ და მსგავსი რამ არასდროს მომსვლია, ამას ვერავინ დამაბრალებს. 63 წლის ქალს თუ ახლა ამის გამო დამაპატიმრებენ, რას ვიზამ"?-ასე აფასებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს პედაგოგი, რომელმაც მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

შემთხვევა პირველ თებერვალს მოხდა. მეშვიდეკლასელ ბიჭს, როგორც პედაგოგი ჰყვება, ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენა, რომ მოსწავლეებმა ის მასთან დაასმინეს. 

სკოლის დირექტორის თქმით, საქმე შესასწავლად გადაცემული აქვს დისციპლინურ კომიტეტს. სავარაუდოდ პედაგოგს სკოლიდან დაითხოვენ. 

ნაცემი მოსწავლის მშობლები კი, კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ საერთოდ არ მომხდარა. 

"გურიის მოამბე"