გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეკა ხოფერიას შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

16-03-2020

ჟურნალისტ ეკა ხოფერიას შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

"მიუნხენი-თბილისის რეისი შესრულდა. ყველა თბილისშია. მათ შორის, ჩემი შვილიც. პროცედურა იყო ასეთი: დაგვირეკეს გუშინ , მოვიდნენ, დეტალურად შეამოწმეს ბინა, ყველაფერი. აგვიხსნეს, მოგვცეს ინსტრუქცია, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. აეროპორტიდან სპეცმანქანით მოიყვანეს , გამოგვართვეს გასაღები , მიაცილეს და ანანო გავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში"-წერს ხოფერია.


ჟურნალისტი საელჩოებს, საკონსულოებს, მედპერსონალს, ხელისუფლებას და ზოგადად ყველას, ვინც ჩართულია 24 საათიან დაუღალავ შრომაში, მადლობას უხდის. მისივე თქმით, აუცილებელია, თვითიზოლაციაში მყოფმა ადმაიანებმა გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დარჩნენ სახლში.


"ახლა რა მინდა ვთქვა, მთავარი! უდიდესი მადლობა ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის თქვენ ყველას, ვინც 24 საათი დაუღალავად შრომობთ, ყველას! ჩვენს საელჩოებს, საკონსულოებს, აეროპორტის თანამშრომლებს, საგანგებო სამსახურს, მესაზღვრეებს, ექიმებს, მთელ მედპერსონალს და ზოგადად ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს. გავა დრო და ამას ასიათასჯერ დავწერთ და ვიტყვით.

ჩვენი მადლიერება კი იქნება უმაღლესი დონის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ორ სიტყვაში: დავრჩეთ სახლში .

გაასმაგებული ყურადღებითა და სამაგალითოდ სწორედ ახლადდაბრუნებული და ჩამოსული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები უნდა მოვიქცეთ .

ყველა მშობელს გისურვებთ ძალიან მალე თქვენი შვილების დაბრუნებას და ზუსტად ვიცი, ეს უმოკლეს დროში მოხდება მშვიდობიანად და კარგად. არ იღელვოთ, რთულია, მაგრამ ეცადეთ❤️

და აი, ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ. მოკლედ, მაგრად დავდგეთ , მეგობრებო, და დავძლევთ"-წერს ხოფერია "ფეისბუქის" გვერდზე.