| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
16-03-2020
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება. გადაწყვეტილება, კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
როგორც, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ჩეხი ტურისტის დაინფიცირება გახდა.
"ჩეხი მოქალაქე იმყოფებოდა გუდაურში. 8 მარტს მას გამოუვლინდა სიმპტომები და 10 მარტს გაემგზავრა ჩეხეთში. მას კორონავირუსი ჩეხეთში დაუდგინდა. მოქალაქეს კონტაქტი ჰქონდა ჩვენს საელჩოსთან და დაადასტურა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა. ეს გახდა ბიძგი იმისა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები დავაწესოთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 33 ადამიანია ინფიცირებული.