გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს დაზღვევის პლასტიკური ბარათის ნაცვლად APP Card-ით სარგებლობას სთავაზობს

16-03-2020

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად  „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს დაზღვევის პლასტიკური ბარათის ნაცვლად APP Card-ით სარგებლობას სთავაზობს.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ COVID-19 ის გავრცელების მინიმიზაციისთვის დაზღვეულებს პლასტიკური ბარათების App Card-ით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს. App Card სადაზღვევო კომპანიის აპლიკაციაში ინტეგრირებული ელექტრონული ბარათია. პლასტიკური ბარათის ნაცვლად მობილური ტელეფონით App Card-ის წარდგენის საფუძველზე სადაზღვევო მომსახურების მიღება  ჯიპიაის ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში თუ პარტნიორ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. 


თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი:


„COVID-19ის გავრცელების პრევენციისთვის ჩვენი კომპანია არაერთ ღონისძიებას ატარებს. ორშაბათიდან დავხურეთ სერვის ცენტრები და გადავედი დაზაღვეულების სრულად დისტანციურად მომსახურებაზე. ონლაინ ანაზღაურების გარდა, მსურველებს აქვთ შესაძლებლობა საჭირო დოკუმენტაცია ოფისებთან, ანაზღაურების ყუთში დატოვონ და თანხა 1 სამუშაო დღეში  ჩაერიცხებათ. გარდა ანაზღაურებისა ჩვენი ციფრული სერვისები საშუალებას აძლევს ოპერატიულად და სწრაფად მიიღონ ყველა სახის მომსახურება ვებპორტალით: www.mygpi.ge ან მობილური აპლიკაციით MyGPI (თავსებადია IOS ადა Android სისტემებზე). App Card-იც აპლიკაციის ნაწილია და რადგან კორონა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, მოვუწოდებთ ჩვენს დაზღვეულებს პლასტიკური ბარათი მისი ციფრული ანალოგით ჩაანაცვლონ. ასე მათ მხოლოდ საკუთარ სმარტფონებთან შეხება მოუწევთ.“App Card-ის გარდა  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ყველა დაზღვეულისთვის დისტანციურად - ვებპორტალის  ან აპლიკაციით, შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი:


სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება:ატვირთეთ შესაბამისი დოკუმენტაცია პორტალზე ან აპლიკაციით და თანხა იმავე ან მომდევნო დღეს ჩაგერიცხებათ. 


ექიმის მიმართვის შექმნა ონლაინ :ექიმის მიმართვის შექმნა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გარეშეცაა შესაძლებელი - ვებგვერდზე mygpi.ge  პირად კაბინეტში თავად შეგიძლიათ  გააკეთოთ  მიმართვა და დაგეგმოთ, როგორც კონკრეტულ სპეციალისტთან კონსულტაცია, ასევე ანალიზები და კვლევები. 


საგარანტიო წერილი სახლიდან გაუსვლელად:ჯიპიაი საშუალებას გაძლევთ ოპერაციისთვის (ჰოსპიტალური მომსახურება) სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენი საგარანტიო წერილი სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ. 


დაზღვევს პრემიის ონლაინ რეჟიმში გადახდა: ჯიპიაის ონლაინ სერვისები  ბანკში მისვლასაც  აგაცილებთ თავიდან. ვებგვერდზე mygpi.ge და აპლიკაციაში MYGPI საშუალება გაქვთ გაეცნოთ გადახდის გრაფიკებს და სადაზღვევო პრემია ონლაინ რეჟიმში გადაიხადოთ. ან კიდევ უფრო მარტივად, გაიაქტიურეთ არსებულ პოლისზე დავალიანების დაფარვის ავტომატური სერვისი და თანხა ზედმეტი პროცედურების გარეშე დაიფარება თქვენი ბარათიდან. 


დაზღვევის შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:თუ სადაზღვევო პოლისის შეძენა ან განახლება გსურსთ, ოფისში მისვლა საჭირო არ არის. ჯიპიაი ჰოლდინგი საშუალებას გაძლევთ  ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი პოლისი 2 წუთში სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ. ამისთვის უბრალოდ უნდა ეწვიოთ ვებგვერდს Mygpi.ge და აირჩიოთ სასურველი სადაზღვევო პაკეტი. სატელეფონო კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან და დაზღვევა დისტანციურად: თუ თავად ვერ არჩევთ სასურველ პაკეტს და სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ, ჯიპიაის თანამშრომლები სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევენ, ყველა თქვენს კითხვას ამომწურავად უპასუხებენ  და სურვილის შემთხვევაში, პოლისს დისტანციურად გაგიფორმებენ. ცხელი ხაზი: 2505111. 


ასევე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 2505111 და ონლაინ დახმარების სერვისი კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.