გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი საეჭვო პაციენტი მოათავსეს

17-03-2020

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი საეჭვო პაციენტი მოათავსეს - პაციენტის ლაბორატორიული კვლევის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ​ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პირია მოთავსებული, რომელსაც უკვე დაუდასტურდა კორონავირუსი.

ინფიცირებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მას მაღალი ტემპერატურა აღარ აქვს.

რაც შეეხება მამაკაცს, ის ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნებით კლინიკაში კარანტინიდან საღამოს შეიყვანეს და სხვა პირებთან შეხება არ ქონია. ბოლო მონაცემებით, ბათუმში კარანტინში 200-ზე მეტი, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი პირი იმყოფება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფექციურში ორი პაციენტია მოთავსებული.

"ინფექციურში იმყოფება ორი მოქალაქე. ერთი კორონავირუსით დადასტურებული და მეორე საეჭვო შემთხვევაა. მეორე სტაბილურად აგრძელებს მკურნალობას," - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ

რუსთავი2