გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

17-03-2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით უცხოეთიდან ჩამოსული და მათთან კონტაქტში მყოფი პირები, რომელთაც კოვიდ-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. გურიაში მათი რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

როგორც “რეგიონულმა კვირამ” გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებში გაარკვია, ჩოხატაურში თვითიზოლაციაში ჯამში 11 ადამიანი, ოზურგეთში –  24, ლანჩხუთში კი 15 ადამიანი იმყოფება.

“გუშინ შემოვლა გვქონდა, შემოვიარეთ ყველა მათგანი პოლიციასთან და გადაუდებელ სამსახურთან ერთად, ყველანი სახლში იყვნენ, ყველანი იცავენ წესრიგს. ორს მივეცით შენიშვნა, მაგრამ ძირითადად ყველა ასრულებს მითითებულ დირექტივებს. ყველა მათგანი იზოლირებულია ოჯახის წევრებისგანაც.  ჩოხატაურიდან კარანტინში არავინ არ გადაგვიყვანია”, – განაცხადა ნატო ჯიბუტმა.

ოზურგეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ 12-მა ადამიანმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და ისინი იძულების წესით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, მათგან 2 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.

“ამჟამად თვითიზოლაციაში ჩემს დაქვემდებარებაში 24 ადამიანია, ერთი ადამიანი დღეს დაგვემატა, ორი გადავიყვანეთ დღეს კარანტინში. არ დაემორჩილნენ წესებს. ერთი შემთხვევა იყო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, იყო საბერძნეთიდან ჩამოსული პიროვნება, იქნება თვითიზოლაციაში, ხვალ ისევ გადავამოწმებ. არ იცოდა, რომ მასაც ეხებოდა თვითიზოლაციის დაცვა. არ არის იმ რეკომენდაციაში შესული ქვეყანა საბერძნეთი ჯერ, რომელიც ცნობილია. ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს პერიოდი გვაქვს, 12 ადამიანი გადავიყვანე კარანტინში, ვინც არ დაიცვა თვითიზოლაციის წესები. 7 ადამიანს დაუმთავრდა თვითიზოლაციის პერიოდი, საბედნიეროდ, არცერთ მათგანს არ დადასტურებია კორონავირუსი. არც არანაირი სიმპტომი ჰქონია ვინმეს”, – თქვა მაია ქუტიძემ.

რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ ამჟამად 15 პირი გადის თვითიზოლაციას. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. “დღეისთვის 15 პირია თვითიზოლაციაში, სავარაუდოდ მათი რიცხვი ხვალ კიდევ გაიზრდება. გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, რომ მოგვემატება. დღეს 6 ადამიანი დაგვემატა, რომლებიც პოლონეთიდან და უკრაინიდან არიან ჩამოსულები. რაც აქამდე გვყავდა, ყველა მათგანი იცავდა რეკომენდაციებს. არ გვქონია თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი. ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ თვითიზოლირებულ პირველ ადამიანს 20 რიცხვში უმთავრდება იზოლაციის პერიოდი”, – ამბობს ნატო მენაღარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64, 1 კი გამოჯანმრთელებულია.

კვირა