გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფო კილაძე ტყიბულის ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს ონლაინ ფორმატში გაესაუბრა

17-03-2020

მეშახტეებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ შახტაში მუშაობა არ არის მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო. მეშახტეები ასევე დამქირავებელი კომპანიისგან ითხოვენ განაცდური დღეების ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას.


"სამწუხაროა რომ მეშახტეთა შრომითი უფლებები მუდმივად ირღვევა და კომპანია სახელმწიფოს მხრიდან, არა ერთი გაფრთხილების და სანქციების მიუხედავათ, მაინც არ აუმჯობესებს სამუშაო პირობებს, დღეს შევთანხმდი რომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავეხმარო რათა, მათი უფლებები აღარ დაირღვეს", - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პარლამენტში გარეშე პირთა შესვლა და შეხვედრები შეიზღუდა და ის ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.