გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი ცუცქირიძე: საბანკო რეგულაციების შერბილება ხელს შეუწყობს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას

17-03-2020

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეგულაციებს ეხმაურება.


"ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანა დროულიც არის და ცოტა დაგვიანებულიც. კარგია, რომ რეგულაციების ცვლილების მიზანი წესებზე დამყარებული მიდგომიდან პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლაა, რაც სებ-ის განცხადებაშიც არის აღნიშნული.

აქვე მსურს ავღნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ და პირადად პრემიერ მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის მეორე ნახევარში დააყენა საკითხი საბანკო რეგულაციების გადახედვაზე და წლის დასაწყისში რომ ამოქმედებულიყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა.


ამ, რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი კი გადახდისუნარიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იყო, პირველ რიგში ეს მაღალ შემოსავლიან პირებს და იპოთეკურ დაკრედიტებას ეხება და რაც ნეგატიურად ზემოქმედებდა ეკონომიკურ ზრდაზე და სამშენებლო სექტორზე. ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება, ხოლო იმ პირებისათვის ვინც შემოსავალს სხვა ქვეყნებში იღებს, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.


მისასალმებელია, ისიც რომ გასწორდა და შეიცვალა მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი და და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის პრინციპი, რაც დაკრედიტების მექანიზმებს ზედმეტად ბიუროკრატიულს და მოუქნელს ქმნიდა. ასევე პოზიტიურად უნდა შეფასდეს სესხის მომსახურები კოეფიციენტის (PTI) ლიმიტის ცვლილებაც, რომელიც ახალი რედაქციით დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება, ხოლო კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ოთხიდან ორამდე მცირდება. კერძოდ, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავალი დაითვლება 1000 ლარამდე და 1000 ლარის ზევით, ხოლო ლარში ზღვარი 50 % აიწევს. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც სავალუტო რისკისაგან მსესხებლის დაცულობას ემსახურება.


რაც მთავარია, საბანკო რეგულაციების შერბილება, შექმნილ არაორდინალურ სიტუაციაში, რაც დიდწილად კორონა ვირუსის ეპიდემიის შედეგად გლობალური შოკის შედეგია, ხელს შეუწყობს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ეკონომიკის და შიდა მოთხოვნის სტიმულირების თვალსაზრისით, და მთლიანად ეწერება ეკონომიკის მხარდამჭერ სამთავრობო სტრატეგიაში, რომლის მიზანიც არის ამ გლობალური „შოკისას“ დანაკარგების მაქსიმალურად შემცირებას, ხოლო პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის გაზრდილ პარამეტრებზე დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი", - წერს გიორგი ცუცქირიძე.