გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან სილაგავა: ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს და პრობლემა არ არსებობს არც მარაგების, არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ

17-03-2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც ქვეყანას სასურსათო და პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქციით ამარაგებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესექტორის წარმომადგენელებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.


როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, ქვეყანაში მარაგების მხრივ მდგომარეობა სტაბილურია.

„ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ სერიოზული მარაგებია, დაახლოებით ორი თვის. მინდა ვთქვა, რომ დღეს იცლება ბათუმში ორი გემი, ერთი გემი იცლება ფოთში, გზაში არის ასევე გემები. ამასთან, ხორციელდება რკინიგზით ხორბლის შემოტანა. აქედან გამომდინარე, ფქვილი, როგორც ხორბლის გადამუშავების პროდუქტი, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ფასთან მიმართებაში - არის სტაბილური ფასი, რომელიც გადადის პურის ფასში და შესაბამისად, პურის ფასიც არის სტაბილური“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.


ამასთან, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით: ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები, - ეს ჯაჭვი სტაბილურად მუშაობს და ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს როგორც მომარაგების, ისე პურპროდუქტებზე ფასის მხრივ.