გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ევროპიდან დაბრუნებული კაცი გაიქცა

18-03-2020

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ერთ-ერთი მგზავრი, ევროპიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული კაცი გაიქცა.

ახალგაზრდა კაცი, რომელიც თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა, ტელეფონით ახლობელთან საუბრის დროს აღნიშნავდა, რომ 4 დღის წინ პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითნებურად დაარღვია თვითიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა. ამან სხვა მგზავრების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია და ერთ-ერთმა მათგანმა ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცი მიკროავტობუსიდან გაიქცა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარი გიუნაშვილის თქმით, მისი ადგილსამყოფელის დადგენას პოლიცია ცდილობს.

,,მომხდარ ფაქტზე ეცნობა პოლიციას. სხვა მგზავრებმა აღნიშნული პირის სატელეფონო საუბრის შინაარსიდან შეიტყვეს, რომ კაცი რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო პოლონეთიდან, ექვემდებარებოდა შიდაიზოლაციას, თუმცა, ეს რეკომენდაცია დაარღვია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დასავლეთ საქართველოსკენ გადაადგილდებოდა. მიკროავტობუსის მძღოლს და ყველა მგზავრს მივეცით შიდაიზოლაციის რეკომენდაცია, გაქცეულს მგზავრს კი, დაკავების შემდეგ კარანტინში გადავიყვანთ“, - განაცხადა გიუნაშვილმა.

ჯერ უცნობია დააკავეს თუ არა აღნიშნული პირი. შსს ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს და აცხადებს, რომ ფაქტზე კომენტარი მოგვიანებით ბრიფინგზე გაკეთდება.

imedinews.ge