გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის მერი: ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია და მოსახლეობის შიშის საფუძველი არ აქვს

18-03-2020

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში არსებული ის საწყობები მოინახულა, სადაც სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტებია დასაწყობებული.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”  ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით,  ქუთაისში საკვები პროდუქტის და სხვა პროდუქციის მარაგი სავსებით საკმარისია, დეფიციტი დღემდე არ შეინიშნება  და შესაბამისად, მოქალაქეებს ჩვეული წესით შეუძლიათ ყველაფრის შეძენა.

“პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ სხვადასხვა შიშები, მათ შორის საკვების მარაგის ამოწურვის შიში. ჩვენ რამდენიმე დიდი საწყობი ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია. ხოლო, მარაგის ამოწურვის შემდეგ, მოხდება მათი ხელახალი შევსება,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

კვირა