გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათელაშვილი კორონავირუსზე: ჩვეულებრივი გრიპია, არ უნდა გადავაქციოთ ეს ფსიქოზად

18-03-2020

კორონავირუსი გრიპებს შორის ყველაზე იოლი ფორმაა, ახალი ხილია და ამის გამო არის აჟიოტაჟი წამოსული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

შალვა ნათლაშვილმა კორონავირუსზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ შექმნილი ვითარება არ უნდა გამოიყენოს „თავისი ეკონომიკური თუ რაღაც სხვა გეგმების შესასრულებლად“.

„საქართველოს უამრავი ჭირიანობა გადაუტანია, მაგრამ ჩვენ არ გადავშენებულვართ. არავითარი სერიოზული საშიშროება ეს ვირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით. ჩვეულებრივი გრიპით მარტო ამერიკაში სეზონზე კვდება 53 000 ადამიანი, ხოლო 49 მილიონმა ამერიკელმა იავადმყოფა გრიპით. ეს არის გრიპებს შორის ყველაზე იოლი ფორმა, ახალი ხილია და ამის გამო არის აჟიოტაჟი წამოსული.

ჩვენ არ უნდა გადავაქციოთ ეს რაღაც ტრაგედია, ფსიქოზად და მით უმეტეს, მთავრობამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ეკონომიკური თუ რაღაც სხვა გეგმების შესასრულებლად.

ipress