გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეგვიპტეში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში დაბრუნდებიან

18-03-2020

6 ქართველი სტუდენტი, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

აღნიშნულმა მოქალქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეგვიპტეში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს.

​საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეგვიპტესა და სომხეთში საქართველოს საელჩოების ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას საქართველოს მთავრობა გაუწევს დახმარებას.

აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წაემომადგენლობები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საელჩოში,ისევე როგორც საგარეო უწყებაში,მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი.მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 294 5050