გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა იმისა, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რით არიან მზად, გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს

18-03-2020

„შედგა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პირველ რიგში, სამწუხაროდ, როგორც იცით, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ ვირუსის ფონზე დამატებითი სარგებელი და შემოსავალი ნახონ, მაგრამ ასეთი ჯგუფი არის მცირე და ამავდროულად, არიან ადამიანები, ვინც მზადყოფნას გამოთქვამენ, გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას რათა საზოგადოებრივი სიკეთე მივიღოთ ყველამ ერთად. ძალიან ბევრი ბიზნესი გამოეხმაურა ამ ვითარებას და მათ გამოთქვეს სურვილი და შესაძლებლობა, რომ მათი სერვისები დაახმარონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე, საზოგადოებას. შესაბამისად, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, ეს იქნება კომუნიკაციის შესაძლებლობა და საშუალება, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რით არიან მზად, გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას. ამის კოორდინაციას მოახდენს ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი და ვთვლით, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი წამოწყება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით გამართული კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მოახსენეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები ბარების, რესტორნების, კაფეებისა და სხვადასხვა სივრცეების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოხსენდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, რომლებიც ადრე იყო გაცემული და დაკავშირებულია კონკრეტულად ბარების, რესტორნებისა და კაფეების და სხვადასხვა სივრცეების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, ალბათ ყველამ დაინახა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ასეთი აკრძალვები უკვე ამოქმედდა და ეს რეკომენდაციები უკვე მოქმედებს, თუმცა სამწუხაროდ არსებობს იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ მაინც გამონაკლისები რომლებმაც ვერ შეძლეს ადეკვატურად აღექვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა გაცემული. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა არის სავალდებულო და შესასრულებელი და ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ კორონავირუსთან გამკლავება,“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, რა ბერკეტიც არ უნდა აამოქმედოს სახელმწიფომ, საზოგადოებრივი თანამონაწილეობა აუცილებელია.

„ყველას კარგად გვესმის, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს და რა ბერკეტიც არ უნდა აამოქმედოს სახელმწიფომ, თუ არ იქნა საზოგადოებრივი თანამონაწილეობა, ეს გადაწყვეტილებები შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას თავი შეიკავონ ისეთი თავყრილობებისგან, რომლის ჩატარებაც აუცილებელი არ არის. ამ რეკომენდაციების შესრულებას სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააკონტროლებს,“ - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.