გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციებზე 1200 ბიზნესოპერატორი გადაამოწმა

18-03-2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით ამოქმედებული ახალი რეგულაციის აღსრულებაზე ზედამხედველობა აქტიურად მიმდინარეობს.

რეგულაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ბრძანების ამოქმედებიდან, სააგენტოს ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ითვალისწინებს სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულ რეკომენდაციებს დამაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო მათ მადლობას უხდის.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებამ - ბიზნესსექტორმა და მომხმარებელმა, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლებიც სურსათის მიწოდებისას გარკვეული პირობების დაცვას მოითხოვს. სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება ზედამხედველობა, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკი და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ბრძანება საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გუშინ გამოიცა.