გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოფისი, სადაც ყალბი SMS-ების გავრცელების გამო ჩხრეკა ჩატარდა, პაატა ბურჭულაძის შვილებს ეკუთვნით

18-03-2020

ოფისიდან, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი SMS-ების გავრცელების გამო ჩხრეკა მიმდინარეობდა, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ოფისში განთავსებული კომპანიის მფლობელები პაატა ბურჭულაძის შვილები, შუქრი და ლექსო ბურჭულაძეები არიან.

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ძმებ ბურჭულაძეებს აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ აქვთ.

როგორც შუქრი ბურჭულაძე მედიასთან ყვება, SMS-ები ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხუმრობით გაავრცელა. მისივე თქმით, მათი კომპანიიდან მხოლოდ 6 SMS გაიგზავნა. შუქრი ბურჭულაძის თქმით, თანამშრომელი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.