გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

19-03-2020

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


რწმუნებულმა მათ პრემიერთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეხვედრის დეტალები და მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო, რაც რეგიონულ დონეზე მათი ჩართულობით უნდა განხორციელდეს.


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სასურსათო მომარაგება იყო, მხარის რწმუნებულმა მერებს მუნიციპალიტეტებში ამ კუთხით არსებული ვითარების მოკვლევა და სასურსათო მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავალა, მისი თქმით, რეგიონში არ არის მოსალოდნელი სურსათის დეფიციტი, არსებობს საკმარისი მარაგი, არ არის რიგები და მნიშვნელოვანია პროდუქტებზე ფასის შენარჩუნება.


შემდეგი თემა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას ეხებოდა, ამ დროისთვის ქალაქებიდან სოფლების მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი(ავტობუსი)ჩვეულებრივ აგრძელებს ფუნქციონირებას, რაც შეეხება ქალაქებს შორის მიმოსვლას, შეიზღუდება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა.


აგრეთვე განიხილეს რესტორნების, კაფე-ბარებისა და დარბაზების ფუნქციონირების დროებით შეწყვეტა, ქელეხებსა და ქორწილებზე შეზღუდვების დაწესება.


კორონა ვირუსის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ამბროლაურში არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საჭიროების შემთხვევაში საკვებს სახლში მიუტანენ.