გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პირი, რომელიც თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს

19-03-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან.
თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.