ორშაბათი, ივნისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გურიის სახელმწიფო რწმუნებული: გურიაში სიტუაცია კონტროლირებადია და ყველა უწყება ეფექტურად მუშაობს

19-03-2020

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე. „ ვფლობთ სრულად ინფორმაციას თუ რა რესურსი გაგვაჩნია და ეს რესურსი საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. გურიაში სიტუაცია არის კონტროლირებადი და ყველა უწყება მუშაობს ძალიან ეფექტურად“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია დაესწრნენ.