გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

20-03-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულბას შეუდგნენ.

სამუშაო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ზაზა ზოსიაშვილი და საზედამხედველო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა და სამუშაო პროცესში წარმოქმნილი სირთულეები. თემურ ჩუბინიძე, ასევე დაინტერესდა კორონავირუსით გამოწყვეული ვითარების გამო, ხომ არ აქვთ მეწარმეებს რაიმე შეფერხება. თუმცა გაირკვა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდომარეობიდან გამომდინარე კომპანიების წარმომადგენლებს ჯერჯერობით პრობლემები არ შექმნიათ და ისინი სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

ადგილობრივი ხელისუფლება და მეწარმეები კოორდინირებულ კომუნიკაციაზე და კიდევ უფრო ეფექტიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.