20-03-2020
აჭარის მთავრობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით წამოწყებულ ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
"შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება - მოხდება აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროების და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დაკორექტირება, შემცირება და გამოთავისუფლებული რესურსი მოხმარდება კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ
აჭარის მთავრობის ინიციატივით მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე, სადაც ფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები.
ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში ფიქსირდება 6000-ზე მეტი მოქალაქე.
სასურსათო პროდუქციის მიწოდება რამდენიმე დღეში დაიწყება და განხორციელდება სპეციალურად დატრეინინგებული პირების მიერ. ტრეინინგი ჩატარდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ. მიწოდების პროცესში ჩართული იქნება რეგიონის ახალგზრდული ცენტრი, მოხალისე ახალგაზრდები, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა, წითელი ჯვარი.