გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მოხალისეთა შტაბს- ,,მოხალისე StopCOVID-19’’ უკვე 1500-ზე მეტი მოხალისე შეუერთდა

20-03-2020

მოხალისეები თბილისის მერიის სერვისების მიწოდებაში უკვე აქტიურად მონაწილეობენ. შტაბი შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად ცენტრალიზებულად გეგმავს სხვა მოხალისეობრივ აქტივობებსაც.

საინიაციატივო ჯგუფი ,,პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის"" ბაზაზე იწყებს მუშაობას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მოხალისეები რეგისტრირდებიან დისტანციურ ტრენინგებზე. მომზადების გავლის შემდეგ, მათ გადაეცემათ მოხალისის ოფიციალური ბეიჯები და შესაბამისი აღჭურვილობა.

,,მოხალისე StopCOVID-19’’-სუკვე შემოუერთდა 1500-მდე მოხალისე და ათობით ორგანიზაცია.

რეგისტრაცია გრძელდება შემდეგ მისამართზე:https://forms.gle/Fxzi7TenA9TCQNxF6

მოხარული ვართ, რომ ბევრმა ადამიანმა და ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა ჩაერთოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში. ჩვენი პლატფორმა არის ზეპარტიული. ამ მძიმე გამოწვევის დროს ჩვენ საზოგადოებისა და სახელმწიფოს გვერდით ვდგავართ!

როგორც მოგეხსენებათ, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით 17 მარტს მოხალისეთა ერთიანი შტაბი ,,მოხალისე შტოპჩOVID-19"" შეიქმნა.